ბელარუსის პრეზიდენტის მხარდამჭერ წერილს ხელი ფილმის გმირის გვარით მოაწერეს
ბელარუსის პრეზიდენტის მხარდამჭერ წერილს ხელი ფილმის გმირის გვარით მოაწერეს

იმ სპორტსმენთა სიაში იყო, რომლებიც ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერ წერილს ხელი მოაწერეს, ფეხბურთელი იური სტოლეშნიკოვიც იყო – სია Athletes.by ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამაში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ერთი დეტალი – სტოლეშნიკოვი გამოგონილი პერსონაჟია, მას რუსულ ფილმში „მწვრთნელი“ ცნობილი მსახიობი დანილა კოზლოვსკი განასახიერებს. მისი ხელმოწერის გვერდით კი კოზლოვსკის დაბადების თარიღია მითითებული.

მანამდე რამდენიმე ბელორუსმა სპორტსმენმა, რომელთა ხელმოწერაც ლუკაშენკოს მხარდამჭერთა შორის ამოიკითხეს, განაცხადეს, რომ მათ ხელმოწერაზე თანხმობა არ მიუციათ.

აქვე ვიტყვით, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია უზრუნველყოფს ბელორუსი სპორტსმენების უფლებების დაცვას მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო.