19-27 თებერვალს, ბელარუსის ეროვნული ნაკრები შეკრებას გამართავს. ეს მიხეილ მარხელის გუნდისთვის ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოსთან მატჩამდე გენერალური რეპეტიცია იქნება.
ბელარუსები 19 თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრებიან, 23-ში კი ამხანაგურად უზბეკეთის ნაკრებს შეხვდებიან. მეორე დღეს, გუნდი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაემგზავრება, სადაც 26 თებერვალს „ვასილ ლევსკიზე“ ბულგარეთს დაუპირისპირდება.
მიხეილ მარხელმა სანაკრებო შეკრებაზე მიწვეულ 26 ფეხბურთელთა სია დაასახელა, სადაც ძირითადად ბელარუსის ჩემპიონატში მოთამაშეები არიან. ლეგიონერი მხოლოდ ნახევარმცველი ნიკიტა კორზუნია, რომელიც პორტუგალიურ „ვილაფრანკენეშეში“ თამაშობს. მიზეზი ისაა, რომ ბელარუსის ნაკრების შეკრება ფიფას მიერ დაწესებულ კალენდარულ დღეებში არ იმართება.