ბელორუსის ნაკრებმა საქართველოსთან პლეი ოფის მატჩი წააგო (0:1) და ევრო2020-იზე მოხვედრის შანსი ხელიდან გაუშვა.
ბელარუსულმა გამოცემა „ტრიბუნამ“ ევრო2020-ის პლეი ოფის მატჩთან დაკავშირებით გულშემატკივართა გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ვლადიმირ ვაისის გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა.
გამოკითხვაში სულ ორი კითხვა იყო დასმული: 1 – შედეგი თამაშის მსვლელობას ასახავს; 2 – წაგება უიღბლობის შედეგია
წაგება უიღბლობას მხოლოდ ბელარუსების 5,1%-მა მიაწერა, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობის (94,9%) აზრით, საქართველოს გამარჯვება (1:0) თამაშის მსვლელობის ლოგიკური ასახვა გახდა.
საინტერესოა, რომ მატჩის მსვლელობის დროს, ბელარუსის ნაკრების მოთამაშეებმა მეტოქის კარში დარტყმა ერთხელაც ვერ მოახერხეს. კარის მიმართულებით და კარში დარტყმების საერთო სტატისტიკაა – 8:5-ზე, ხოლო კარში დარტყმების – 7:0 საქართველოს სასარგებლოდ.