ბეკერს კლოპი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად სურს
გერმანელი ვეტერანი ჩოგბურთელი ბორის ბეკერი იმედოვნებს, რომ ოდესმე იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრებს სათავეში ჩაუდგება. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ისიც აღნიშნა, რომ მის თანამემამულეს „ლივერპულში“ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საქმეები აქვს.
„მე ძალიან მინდა კლოპის გერმანიაში დაბრუნება და მისი ეროვნულ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად ხილვა. ის არაჩვეულებრივი დამრიგებელი იქნება. მან ყველაზე უკეთ იცის საკუთარი იდეების ფეხბურთელებამდე მიტანა და შემდეგ მათი დარწმუნება, რომ ეს შეუძლიათ. კლოპმა ინგლისში „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ახლა კი მის კლუბს პრემიერლიგის მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ეს ფანტასტიკაა“, – განუცხადა ბეკერმა გამოცემა „მირორს“.