ბეკერი - დროა, ხალხმა ჯოკოვიჩის სიდიადე აღიაროს
ბეკერი - დროა, ხალხმა ჯოკოვიჩის სიდიადე აღიაროს

მსოფლიოს ყიფილი პირველი ჩოგანი, გერმანელი ბორის ბეკერი მიიჩნევს, რომ გულშემატკივრებმა ნოვაკ ჯოკოვიჩისადმი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ. უიმბლდონის ფინალის დროს მას სტვენა დაუწყეს, როდესაც სერბი მსაჯთან გადაწყვეტილების გასაჩივრებლად მივიდა.

„ფედერერი უდიდესია ისტორიაში და ის, რასაკვირველია, ყველას სიყვარულს იმსახურებს. მაგრამ, მეორეს მხრივ, ჯოკოვიჩიც მეტ პატივისცემას იმსახურებს“, – ციტირებს „ბი-ბი-სი“ (BBC) ბეკერს. – „სერბი ფედერერის და ნადალის წვეულებაზე მივიდა და მთავარ გმირად იქცა. 16 სლემის მერე ხალხმა უნდა გაიღვიძოს და ჯოკოვიჩის სიდიადე აღიაროს“.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა „უიმბლდონის“ წლევანდელ ფინალში ფედერერი ანგარიშით 3:2 დაამარცხა (7:6 1:6 7:6 4:6 13:12)