მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა მადრიდულ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა. გაზეთ „ტელეგრაფის“ (The Telegraph) ინფორმაციით, უელსელმა ფეხბურთელმა ორშაბათს მოლაპარაკება გამართა მთავარ მწვრთნელთან ხულენ ლოპეტეგისთან.
ესპანელმა სპეციალისტმა დაარწმუნა ბეილი, რომ დიდი როლი ექნება გუნდში მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ გადავიდა სათამაშოდ.
ლოპეტეგის განცხადებით, ის ბეილის ნიჭის თაყვანისმცემელია და მისი იმედი აქვს ახალ სეზონში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბრიტანელმა შეიძლება დატოვოს „რეალი“, რადგან უკმაყოფილოა კლუბში საკუთარი მდგომარეობით და მცირე სათამაშო დროით.
ბეილის მიმართ დაინტერესებას იჩენს „მანჩესტერ იუნაიტედი“.