23 ოქტომბერს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პლზენის „ვიქტორიას“ წინააღმდეგ, გარეტ ბეილმაც იასპარეზა, რაც ნიშნავს იმას, რომ უელსელ ფეხბურთელს მადრიდის „რეალის“ რიგებში ახლა უკვე 200 მატჩი აქვს ჩატარებული. საგულისხმოა ისიც, რომ გუშინ ბეილმა მარსელოს საგოლე გადაცემაც გაუკეთა.
ფორვარდი „რეალში“ თავის მეექვსე სეზონს ატარებს და ამ დროის განმავლობაში მან 92 გოლის გატანა შეძლო. მე-13 ევროპის თასის მოგებაში ბეილმა დიდი წვლილი შეიტანა და გულშემატკივრებს თავი გამორჩეულად დაამახსოვრა. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში, საუცხოო „მაკრატელა“ გაიტანა.
„სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში ბეილის 200 მატჩი ტურნირების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: „ლა ლიგა“ – 134 მატჩი, ჩემპიონთა ლიგა – 47, „ესპანეთის საფეხბურთო თასი“ – 9, “მსოფლიო საკლუბო თასი” – 4, „ესპანეთის სუპერთასი – 3 და „უეფას“ სუპერთასი – 3.
„რეალში“ ყოფნის მანძილზე, ბეილმა „ლოს ბლანკოსთან“ ერთად 13 ტიტული აღმართა, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა გახლდათ.