უელსის ნაკრების ფორვარდმა გარეტ ბეილმა, შესაძლოა, კარიერა სერია A-ში, კერძოდ, „რომას“ შემადგენლობაში გააგრძელოს, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა CalcioMercato-მ.
წყაროს ცნობით, ბეილის აგენტმა ფეხბურთელის სამსახური დედაქალაქურ კლუბს შესთავაზა. უელსელს უკვე უმუშავია „რომას“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან, როცა იჯარით იმყოფებოდა „ტოტენჰემში“ 2020-21 წლების სეზონში.
ბოლო ცხრა წლის განმავლობაში გარეტ ბეილი მადრიდის „რეალში“ თამაშობდა. გასულ სეზონში მან შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.