ირანელმა ძალოსანმა ბეჰდად სალიმ კორდასიაბიმ მსოფლიო ჩემპიონატზე სკანდალური განცხადება გააკეთა.
“ძალოსნობა ძალიან ბინძური სპორტია და ვერაფერს ვიტყვი. ჩემს მიერ დაძლეული წონის არ დაფიქსირების ფაქტი უკვე მეორედ მოხდა და ამ მომენტისთვის ჩემი გადაწყვეტილება ასეთია მოვხსნა ჩემი წონა ასპარეზობიდან, ამასთან ბეჰდად სალიმ დასძინა, რომ თეირანში დაბრუნების შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციას გაივლის და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს.
ბეჰდად სალიმიმ აკვრაში პირველ მისვლაზე 241 კილოგრამი დაძლია მაგრამ მსაჯებმა არ ჩათვალეს და მხოლოდ მეორედ მისვლა ჩაუთვალეს, ხოლო მესამე მისვლაზე სალიმმა 252 კილოგრამი ასწია, მაგრამ მსაჯებმა კვლავ არ ჩაუთვალეს.
მსგავსი ფაქტი ირანელ სპორტსმენთან დაკავშირებით რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც მოხდა. ბეჰდადს ვერცხლის მოპოვება შეეძლო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ორ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ რადიო პირველი არხის ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა მსაჯების პირველ გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა, თუმცა დასძინა, რომ მესამე მისვლის დროს არ იყო ის დარღვევა, რომელიც წონის გაუქმებას დააფიქსირებდა.
ირანის ძალოსანთა ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.