ბეგლარიშვილმა ესტონური რეკორდი გააუმჯობესა
ბეგლარიშვილმა ესტონური რეკორდი გააუმჯობესა

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ტულევიკთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ფლორას“ დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა – 3:1.

ამით ქართველი ნახევარმცველი ბალტიისპირული ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. ბეგლარიშვილმა ჩემპიონატში 30 გოლი გაიტანა – როგორც გაირკვა, ის პირველი ნახევარმცველია, რომელმაც ესტონეთის ელიტარულ დივიზიონში მეტოქეთა კარის აღება ამდენჯერ მაოხერხა.

ესტონეთის ჩემპიონატში ბეგლარიშვილი საუკეთესო ბობარდირის ტიტულისთვის „ნიმე კალიუს” ბრაზილიელ ლილიუსთან იბრძვის, რომელსაც ასევე 30 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ ბეგლარიშვილი ესტონეთში 2010 წლიდან თამაშობს და ესტონური მოქალაქეობის მიღება და ამ ქვეყნის ნაკრებში თამაში სურს. ქართველს ესტონეთის მოქალაქეობის მისაღებად უახლოეს პერიოდში სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება მოუწევს.