ბეგლარიშვილისა და კუხიანიძის გოლები ესტონეთში - „ნარვამ" სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT

ესტონეთის ჩემპიონატში „ნარვა ტრანსის“ ქართულმა კვარტეტმა (შალვა ბურჯანაძე, სერგო კუხიანიძე, ვაჟა ნემსაძე და ზაქარია ბეგლარიშვილი) საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ერთ-ერთ ლიდერ „კალიუსთან“ გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ესტონეთის ლიგაში სეზონის სტარტზე ჩავარდნის შემდეგ, „ნარვა ტრანსმა“ მდგომარეობა გამოასწორა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა – გუნდმა „კალიუს“ საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა, ორი გადამწყვეტი გოლი კი ქართველებმა, კუხიანიძემ და ბეგლარიშვილმა მატჩის მიწურულს გაიტანეს.

პირველი ტაიმში ქართველების გუნდი დომინირებდა და 2:1 მოიგო. მე-60 წუთზე ზაქარია ბეგლარიშვილმა მეტოქის კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა, ხოლო 90+7-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ნარვა ტრანსს“ სეზონის საუკეთესო მატჩში დიდი ანგარიშით გამარჯვება მოუტანა – 4:1.

16 ტურის შემდეგ „ნარვამ“ 15 ქულა მოაგროვა, მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა და მე-5 ადგილზე მყოფ ტალინის „კალევს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. კუხიანიძემ ხუთი გოლი გაიტანა, ხოლო ბეგლარიშვილმა – სამი.