ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ლიდერს, „კალიუს“ ბრაზილიელ ლეგიონერ ლილიუს დაეწია.
„ფლორას“ ქართველმა ნახევარმცველმა სამი გოლი გასვლაზე „ტულევიკთან“ შეასრულა – მან გოლები მე-17, 38-ე და 52-ე წუთებზე (პენალტით) გაიტანა.
ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში ესტონეთის ჩემპიონატში 35 შეხვედრაში მეტოქეთა კარები 30-ჯერ აიღო. საგოლე პასებით კი ქართველი საუკეთესოა – მან 22 გადაცემა გააკეთა. ბომბარდირობაში ბეგლარიშვილი „კალიუს“ ბრაზილიელ ლეგიონერს ლილიუს ედავება, რომელსაც ასევე 30 გოლი აქვს გატანილი.
ასევე დაძაბული ვითარებაა გუნდებს შორის. ბოლო ტურამდე ჩემპიონობის შანსს სამი გუნდი ინარჩუნებს: ბეგლარიშვილის „ფლორამ“ და „ნიმე კალიუმ“ 83-83 ქულა დაგაროვეს, მესამეადგილოსანი „ლევადია“ კი მათ 2 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონის ბედი 10 მოემბერს, ბოლო ტურში გაირკვევა. ქართველის „ფლორა“ „ლევადიას“ სტუმრად შეხვდება.