ბეჟანიშვილის 16 ქულა და მაღალი პროცენტი - „სკაიჰოუკსის“ ზედიზედ მეორე მარცხი [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ბეჟანიშვილის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი“ NBA-ის G ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ჯორჯიელებმა „დელავეარ ბლუ ქოუთსთან“ დიდი სხვაობით წააგეს 104-130.
მიუხედავად ამისა, ბეჟანიშვილი ამ მატჩში გამორჩეული იყო. მას 31 წუთში 16 ქულა დაუგროვდა, რაც თავისი გუნდის მხრიდან მეორე საუკეთესო შედეგი იყო. გიორგის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაა. მან 9-დან 7 ორქულიანი გამოიყენა და 1-დან 1 საჯარიმო.
ამ მარცხით „სკაიჰოუკსმა“ სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა. გუნდი 9 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, პლეი-ოფში კი 6 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს თამაშს.
შემდეგ შეხვედრას ბეჟანიშვილის გუნდი „ფორტ ვეინ მედ ანტსთან“ 15 თებერვალს გამართავს.