ბეჟანიშვილი „დენვერ ნაგეტსში“ ითამაშებს - გიორგი საზაფხულო ლიგის გუნდს შეუერთდება #1TVSPORT
30 ივლისს, NBA-ის 2021 წლის დრაფტი გაიმართა, სადაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდებმა 60 ახალგაზრდა მოთამაშეები აირჩიეს. მათ შორის კი სანდრო მამუკელაშვილიცაა, რომელიც მეორე წრეში 24-ე პიკად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია და შემდეგ „მილუოკი ბაქსს“ გაუცვალა.
დრაფტზე ასევე მონაწილეობას იღებდა კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა. ცოტა ხნის წინ 22 წლის მძიმე ფორვარდის შესახებ, illini.country-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი „დენვერ ნაგეტსს“ გარკვეულ პირობებზე შეუთანხმდა და გუნდს საზაფხულო ლიგაზე შეუერთდება.
„მას შემდეგ რაც ბეჟანიშვილი დრაფტზე არ აირჩიეს, მან ხელშეკრულება გააფორმა „დენვერ ნაგეტსთან“. გიორგი საზაფხულო გუნდს იმ იმედით შეუერთდება, რომ შემდეგში მასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმონ. ვულოცავთ გიორგის და მის ოჯახს. ოცნება ახდა“, – წერია illini.country-ის „ინსტაგრამ“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ „დენვერ ნაგეტსში“ კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი 2002-2005 წლებში თამაშობდა.