2019 წლის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატში, შესაძლოა, ზამთრის პაუზა შემოიღონ. ამ ინიციატივას უკვე დიდი ხანია მხარს უჭერს პრემიერლიგის მწვრთნელთა დიდი ნაწილი. ისინი ჩივიან ძალიან მჭიდრო გრაფიკისა და მოთამაშეთა ტრავმების სიუხვის გამო.
BBC-ის ინფორმაციით, ზამთრის პაუზის შემოღებაზე განცხადება ახალი სატელევიზიო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გამოცხადდება. ახალი გარიგების შესახებ, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ინგლისის ლიგას Sky-სთან და BT-სთან მოქმედი ხელშეკრულება აქვს, რომელიც 2019 წელს დასრულდება. მანამდე პრემიერლიგაში ზამთრის პაუზის შემოღება შეუძლებელია.
BBC-ის ვებგვერდზე გამოკითხულთა 59 პროცენტი მხარს უჭერს ამ ინიციატივას.