BBC-მ 2020 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გამოავლინა
BBC-მ 2020 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გამოავლინა

ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ ინგლისის ნაკრების და „ლიონის“ მცველი ლუსი ბრონზი 2020 წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აღიარა. მეორე ადგილი დაიკავა ჰოლანდიის ნაკრებისა და „არსენალის” ფორვარდმა ვივიან მიედემამ, მესამე – აშშ-ის ნაკრებისა და „რეინის“ ფორვარდმა მეგან რაპინომ.

„ორჯერ ამ პრიზის მიღება განსაკუთრებულია, რადგან ყოველთვის რთულია წარმატების გამეორება“, – თქვა ბრონზმა.

პირველად BBC-მ 28 წლის ინგლისელი საუკეთესოდ 2018 წელს აღიარა.

გასული წლის დეკემბერში, ბრონზი 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე. მანამდე ის უეფას ვერსიით დასახელდა საუკეთესოდ 2018-19 წლების სეზონში.