BBC-მ მიქაუტაძის „ლიონში“ გადასვლა ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერებს შორის დაასახელა #1TVSPORT
მიმდინარე ზაფხულში განხორციელებული მნიშვნელოვანი ტრანსფერების შესახებ BBC-მ სტატია გამოაქვეყნა – სიაში გიორგი მიქაუტაძის „ლიონში“ გადასვლაც მოხვდა.
„ზაფხულში გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი გაიზარდა. ევრო 2024-ის ერთ-ერთი თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი „ლიონმა“ 18,5 მილიონ ევროდ შეიძინა, რამაც ქართველის გასული სეზონის ნაწილობრივი წარუმატებლობა გადაფარა.
გასულ წელს „აიაქსმა“ მიქაუტაძე „მეციდან“ 16 მილიონი ევროდ გადაიყვანა, მაგრამ მიმდინარე წლის იანვარში ფრანგულმა კლუბმა ქართველი თავდამსხმელი იჯარით დაიბრუნა, სეზონის ბოლოს კი ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციით ისარგებლა და 13 მილიონი ევროდ დაიბრუნა. 18 დღის შემდეგ მიქაუტაძე, რომელიც ლიონშია დაბადებული და გაზარდილი, მშობლიურ კლუბში, „ლიონში“ დაბრუნდა“, – წერს BBC.
ზაფხულის საუკეთესო ტრანსფერები (BBC-ს ვერსია):
კილიან მბაპე („პარი სენ-ჟერმენი“ – „რეალი“);
სერუ გირასი („შტუტგარტი“ – „დორტმუნდი“);
რობინ ლე ნორმანდი („რეალ სოსიედადი“ – „ატლეტიკო“);
დუგლას ლუი („ასტონ ვილა“ – „იუვენტუსი“);
ალვარო მორატა („ატლეტიკო“ – „მილანი“);
მაიკლ ოლისე („კრისტალ პალასი“ – „ბაიერნი“);
ჟოაუ პალინია („ფულემი“ – „ბაიერნი“);
გიორგი მიქაუტაძე („მეცი“ – „ლიონი“).