ბათუმის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ მცველს, ოლექსანდრ აზაცკის დაიმატებს – საქართველოს პირველ არხს ბათუმის გუნდში დაუდასტურეს, რომ 26 წლის ცენტრალური მცველი კარიერას შავიზღვისპირეთის „დინამოში“ გააგრძელებს.
აზაცკი ქუთაისის „ტორპედომ“ 2018 წელს ოსტავას „ბანიკიდან“ იჯარით დაიმატა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. მერე გუნდი დატოვა, მაგრამ 2019 წელს საქართველში დაბრუნდა და ისევ კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. ამ დროს ქუთაისის „ტორპედოში“ ფინანსური მდგომარეობა გართულდა, გუნდი მეპატრონემ დატოვა და უკრაინელი ცენტრალური მცველის შენარჩუნებაც ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა და ოზაცკის მეწყვილე იყო ცენტრალური მცველი მამუკა კობახიძე, რომელიც ბათუმში 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. აზაცკი „ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი, ქვეყნის თასის და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 2019 წლის შემდეგ ის ჩეხეთში, ზლინის „ფასტავში“ გამოდიოდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში გუნდში მხოლოდ 14-ჯერ ითამაშა და საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილო იყო.
წყაროს ცნობით, ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ ლეგიონერთან ბათუმელები კონტრაქტის 2 წლით გაფორმებაზე შეთანხმდნენ.