ბათუმში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეოთხე დღეს ვილი სანიოლის გუნდმა „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.
24 მარტს „ჯვაროსნები“ კვლავ მოქმედი ჩემპიონის ბაზაზე ჩაატარებენ ვარჯიშს, რომელიც აკრედიტებული მედიისთვის ღია იქნება. ვარჯიშის შემდეგ ჩვენი გუნდი ბათუმში გაემგზავრება, სადაც სასტუმრო „ჰილტონში“ აკრედიტებული მედიისთვის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართება.
მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ჩაატარებს. 28 მარტს კი, 20:00 საათზე ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება.
ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
24 მარტის განრიგი
11:00 – საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში „დინამო თბილისის“ ბაზაზე (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია);
18:00 – ბათუმი. მონღოლეთის ნაკრების ღია ვარჯიში ჯონი ბაკურიძის სახელობის სპორტულ ბაზაზე (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია);
20:30 – ბათუმი. ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია სასტუმრო „ჰილტონში“. დაიშვება აკრედიტებული მედია.
25 მარტი, 18:00 | საქართველო – მონღოლეთი
28 მარტი, 20:00 | საქართველო – ნორვეგია