ბათუმმა ლიდერობა დაიბრუნა
ბათუმმა ლიდერობა დაიბრუნა

რაგბიში საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩები გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ბათუმმა“ „არმაზსს“ უმასპინძლა, მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანა და შეხვედრა ბონუს ქულით 47:3 მოიგო. ზღვისპირელებს 27 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. „არმაზი“ კი 11 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

გათამაშების კიდევ ერთ-ერთმა ლიდერმა რუსთავის „ხარებმა“ „იუნკერებთან“ მატჩი 39:28 დათმო. „იუნკერებისთვის“ ეს სეზონის მეორე მოგებული მატჩია და 14 ქულით მერვე ადგილს იკავებენ. ხარებს კი 25 ქულა აქვს და დიდი 10 -ის მეორე პოზიციაზეა.

საინტერესო დაპირისპირება შედგა „ლოკომოტივსა“ და „ყოჩებს“ შორის. რკინიგზელები შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 23 ქულას აგებდნენ, თუმცა მატჩის შემოტრიალება მოახერხეს და 32:31 მოიგეს. „ლოკომოტივს“ 14 ქულა აქვს მე-7 ადგილზეა, „ყოჩები“ 12 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

„აკადემიამ“ „აიას“ 25-22 მოუგო, „ლელომ“ კი „ჯიქი“ გასვლაზე 19:10 დაამარცხა.

მე-8 ტურის შემდეგ „აია“ საუკეთესო სამეულშია, „აკადემია“ მე-5 ადგილზეა, „ლელო“ მე-4 პოზიციაზე, გორის „ჯიქი“ კი მე-6-ზე.

დიდი 10-ის შემდეგი ტურის მატჩები 22, 23 და 24 ნოემბერს ჩატარდება.