რაგბიში „დიდი ათის“ მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. „ბათუმმა“ გასვლაზე გორის „ჯიქს“, ანგარიშით 24:7 მოუგო და სატურნირო ცხრილში 54 ქულით ლიდერის პოზიცია გაიმყარა. ზღვისპირელებს 6 ქულით „ლოკომოტივი“ ჩამორჩება, რომელმაც რუსთავის „ხარებს“ ანგარიშით 25:6 სძლია. რუსთაველებს 42 ქულა აქვთ და სამეულში არიან. მეოთხე ადგილზე 33 ქულით „აია“ იმყოფება. ქუთაისელებმა მე14 ტურის შეხვედრა უშუალო კონკურენტთან წააგეს. „ლელო-სარასენსმა“ „აიას“ გასვლაზე ანგარიშით 23:19 მოუგო, „აიამ“ ბონუს ქულა მოიპოვა, „ლელო“ კი აღნიშნული გამარჯვებით ექვსეულში დაბრუნდა. პატარძეულის „ვეფხვებმა“ მარნეულის „არმაზს“ უმასპინძლა, მეტოქეს 4 ლელო გაუტანა და გამარჯვებასთან ერთად, უკანასკნელ წუთზე ბონუსის აღებაც შეძლო. მატჩი ანგარიშით 29:5 დასრულდა. სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილოსანმა თბილისის „არმიამ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. „არმიელებმა“ „აკადემიას“ ანგარიშით 15:5 მოუგეს.
დიდი ათის მომდევნო ტურის შეხვედრები 1, 2 და 3 მარტს ჩატარდება.