ბათუმში ბილიარდის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომლის სახელწოდებაა „მეგობრობის თასი“. ტურნირი ზღვისპირა ქალაქში ტრადიციული ხასიათისაა.
წელს მონაწილეობას 14 ქვეყნის 44 მობილიარდე იღებდა. ფინალურ შეხვედრაში რუსმა იოსიფ აბრამოვმა უკრაინელი იური სმირნოვი დაამარცხა. წარმატებულად შეიძლება შეფასდეს ქართველი სპორტსმენების ასპარეზობა. მესამე და მეოთხე ადგილები პაატა ხმალაძემ და გიორგი დიმიტრაძემ გაინაწილეს.
გამარჯვებულები მედლებით და სოლიდური ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.