ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატი აჭარის დედაქალაქში 16-28 მარტს გაიმართა და მასში მონაწილეონა კონტინენტის 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკემ მიიღო, მათ შორის 32 საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ. გამარჯვებულმა ივან შარიჩმა 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დაგროვა. მას ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
2. რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი; 2738) – 8 ქულა;
3. სანან სიუგიროვი (რუსეთი; 2652) – 8 ქულა;
ქალთა ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილზე მერი არაბიძე გავიდა.
ჩემპიონატის I-XXIII ადგილზე გასულმა მონაწილეებმა 2019 წელს რუსეთის ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი ვაჟთა შორის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვეს.ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენდა.