„ბათუმის თასი 2024“-ის გამარჯვებული ლისაბონის „სპორტინგია“ - ტურნირს ევროპული გრანდების სკაუტები ესწრებოდნენ #1TVSPORT
„ბათუმის თასი 2024“-ის გამარჯვებული ლისაბონის „სპორტინგია“ - ტურნირს ევროპული გრანდების სკაუტები ესწრებოდნენ #1TVSPORT

15-წლამდე ფეხბურთელთა შორის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი’’ ლისაბონის „სპორტინგის“ გამარჯვებით დასრულდა.

„ბათუმის თასი 2024“-ზე მთავარი პრიზისთვის რვა გუნდი იბრძოდა – „სპორტინგის“ გარდა, ესპანეთის „ლევანტე“, თურქეთის „ტრაბზონი“ და უკრაინის „შახტარი“, ხოლო საქართველო ტურნირზე ოთხი გუნდით იყო წარმოდგენილი – ბათუმის „დინამო’’, „დინამო’ თბილისი“, ფეხბურთის ფედერაციის რუხის და ქუთაისის აკადემიის გუნდები.

შეჯიბრება ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ტურნირი აჭარის ფეხბურთის ფედერაციის, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ბათუმის სპორტის სასახლის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. გათამაშებას ევროპული გრანდების სკაუტები ესწრებოდნენ, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებს აკვირდებოდნენ.

„სპორტინგსა“ და „ლევანტეს“’ შორის ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პორტუგალიელებმა 4:2 გაიმარჯვეს. მესამე ადგილისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდებმა ითამაშეს, სადაც ქუთაისის აკადემიამ რუხის აკადემიას 3:0 აჯობა.