ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფეხბურთო ვიქტორინა გაიმართა #1TVSPORT
„ფეხბურთს თამაშობენ მოაზროვნე ადამიანები“, – ამ სლოგანით გაიმართა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფეხბურთო ვიქტორინა, რომელშიც ბათუმის „დინამოს“ ორგანიზებით, გუნდის აკადემიის 2011-12 წლებში დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
აკადემიის ხელმძღვანელების განმარტებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სპორტსმენებში სხვადასხვა ინტელექტუალური უნარის ჩამოყალიბებას და განვითარებას.
ბათუმის „დინამოს“ ცნობით, აკადემია გეგმავს საფეხბურთო ვიქტორინა სისტემატური ხასიათის გახდეს და სამომავლოდ პროექტში აკადემიის სხვა ასაკობრივი გუნდების წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა. ღონისძიებას საბა ოკუჯავა უძღვებოდა.