ბათუმის „პორტუსმა“ საწვრთნელი პროცესი შეაჩერა – დიდთოვლობამ მანეჟი ჩამოშალა და საფეხბურთო კლუბი დააზარალა #1TVSPORT
ბათუმის „პორტუსი“ ერთ-ერთი ის გუნდია, რომელსაც დიდთოვლობამ დიდი ზარალი მიაყენა, რადგან მისი ინფრასტრუქტურა დანგრეულია – ამის შესახებ პოსტს საფეხბურთო კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
„2025 წლის 24 თებერვალს უხვი ნალექის მოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად ჩვენ შევწყვიტეთ საწვრთნელი პროცესი და სტიქიას საკუთარი ძალებით ვებრძოდით.
მკვეთრად გაუარესებული ამინდის პირობებს და დიდთოვლობას ვეღარ გავუმკლავდით, რის შედეგად სრულად ჩამოიშალა „პორტუსის“ მანეჟის საყრდენი კონსტრუქცია, რომელმაც ხელოვნური საფარიც დააზიანა.
სამწუხაროდ, ჩვენი კლუბის საწვრთნელი პროცესის გაგრძელება წამოუდგენელია, რადგან მანეჟის ჩამოშლამ უდიდესი ფინანსური ზარალი მოგვაყენა. ჩვენი აღსაზრდელები კი დარჩნენ სავარჯიშო ბაზის გარეშე“, – ინფორმაციას კლუბის დამფუძნებელი ჯაბა ჭანტურია ავრცელებს.