ბათუმის ნაცვლად, ისევ „დინამო არენაზე“ - „ჯვაროსნები“ ერთა ლიგის მატჩებს თბილისში ითამაშებენ
„დინამო არენა“, თბილისი – ასეა მითითებული უეფა-ს ვებგვერდზე ერთა ლიგის ბოლო ორი შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მასპინძელი არენად.
უეფას-თან კონსულტაციებისა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, საბოლოოდ, ფეხბურთის ფედერაციამ სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან „ჯვაროსნების“ საშინაო მატჩების გამართვა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გადაწყვიტა.
12 ოქტომბრის მონაცემებით, უეფა-ს ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ორ საშინაო შეხვედრას ბათუმში ახალ სტადიონზე გამართავდა.
უეფა-ს ვებგვერდი ოფიციალური წყაროა, სადაც ამა თუ იმ მატჩის გამართვის თარიღსა და დროზე ყოველთვის დაზუსტებული ინფორმაცია ქვეყნდება. ბათუმის სტადიონი გაიხსნა, მაგრამ ტესტ-მატჩის გამართვა ვერ მოხერხდა და საბოლოოდ, მატჩების თბილისში ჩატარება გადაწყდა.
საქართველოს ნაკრები სომხეთს 15 ნოემბერს მიიღებს, ხოლო 18 ნოემბერს – ესტონეთის ეროვნულ გუნდს. უეფა-ს გვერდის ცნობით, ორივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.