ბათუმის „დინამოს” ფან-კლუბის, „შავი ზღვის პირატების“ წევრებმა ბათუმში მშენებარე სტადიონი მოინახულეს და როგორც სოციალურ ქსელში დაწერეს, არენის აკუსტიკა შეამოწმეს.
შპს „სტადიონის“ ცნობით, ბათუმელი ფანები მიმდინარე სამუშაოებს გაეცვნენ.
სტადიონის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა იმდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რომ ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მალე საფარის დაგება და ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება დაიწყება.
ცნობილია, რომ სტადიონი 2020 წლის დასაწყისში გაიხსნება და უეფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „ბათუმი-არენა“ ეროვნული ჩემპიონატის თამაშების გარდა, ევროთასებსა და სანაკრებო მატჩებსაც უმასპინძლებს. ახალ არენაზე საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ ითამაშებს.