ბათუმის „დინამოში“ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი ვარჯიშობს
ბათუმის „დინამოში“ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონი ვარჯიშობს
ბათუმის „დინამოში“ უკრაინელი მეკარე ვარჯიშობს – საქართველოს ვიცე-ჩემპიონის პოტენციური ახალწვეული იჰორ ლევჩენკოა.
 
27 წლის უკრაინელი გუნდს თბილისურ შეკრებაზე შეუერთდა და თურქეთში მოსამზადებელ ეტაპზეც გაჰყვება.
ლევჩენკო დონეცკელია – „ოლიმპიკის“ აღზრდილს უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. იყო ზაპოროჟიეს „მეტალურგის“, ლუგანსკის „ზორიას“ და „მარიუპოლის“ წევრი, 2018 წელს ფინურ „მარიეამნში“ გადავიდა, 2019 წელს კი შვედეთში, „ესკილსტუნაში“ თამაშობდა.
ლევჩენკოს ბიოგრაფიაში საამაყო ფაქტია – ის უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 2009 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ტურნირზე ხუთივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.