ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემა „სპორტკლუბში“ სტუმრობისას ლიდერების შენარჩუნების აუცილებლობაზე ილაპარაკა.
„გია გეგუჩაძე მთავარი გუნდის მწვრთნელია და ამავე დროს, კლუბში მიმდინარე ყველა პროცესის კურატორია. ფეხბურთელების შერჩევა მისი პრეროგატივაა. ჩვენ ყველა ლიდერს შევინარჩუნებთ” – ამბობს არჩილ ბერიძე.
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა კონკრეტული სიახლეები გაამჟღავნა და გეგმებზეც ილაპარაკა: „გიორგი ნავალოვსკისთან და გაბრიელ რამოსთან ხელშეკრულებას გავახანგრძლივებთ. ვაგნერ გონსალვეში უკვე ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელია. დავიმატეთ მათე ცინცაძე და მინიმუმ 3-4 ტრანსფერს კიდევ განვახორციელებთ. გავამხელ, რომ მოლაპარაკებას საქართველოს ნაკრების ორ ფეხბურთელთან ვაწარმოებთ“.