ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - ჯოვინოს „როტორში“ გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია
ბათუმის „დინამოს“ 24 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას ვოლგოგრადის „როტორში“ განაგრძობს. გავრცელებული ცნობა ტრანსფერის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დაადასტურა.
„მოლაპარაკება მიმდინარეობს და საკითხი თითქმის გადაწყვეტილია. ფლამარიონის მიმართ დიდი ინტერესი იყო და ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ წინააღმდეგობა აღარ გავუწიეთ,“ – ამბობს საქართველოს არჩილ ბერიძე.
საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია და რუსული კლუბი ბათუმელთა თავდამსხმელთან ხელშეკრულებას უახლოეს 48 საათში გააფორმებს. მოთამაშესა და გუნდს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.