ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი ყაზახურ კლუბში გადავიდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი ყაზახურ კლუბში გადავიდა #1TVSPORT

26 წლის ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი „ჟენისის“ ფეხბურთელი გახდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„26 წლის ქართველი მოთამაშე ირაკლი ბიძინაშვილი საფეხბურთო კლუბ „ჟენისის“ რიგებს შეუერთდა“, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ირაკლი ბიძინაშვილმა კარიერა „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიაში დაიწყო. თამაშობდა სომხურ „არცახში“, ლატვიურ „იელგავასა“ და გორის „დილაში“. ბიძინაშვილის ბოლო კლუბი ბათუმის „დინამო“ იყო, რომელთან ერთადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა.

გასულ სეზონში ბიძინაშვილმა ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა. ვებგვერდი Transfermarkt-ი ფეხბურთელის ტრანსფერს 300 ათას ევროდ აფასებს.