ბათუმის „დინამოს“ მორიგი გამარჯვება - „სამტერდიამ“ უიღბლოდ დაწყებული მატჩი წააგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში „სამტრედიამ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და დამარცხდა. სამტრედიელებისთვის მატჩი უიღბლოდ დაიწყო. 28-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული გიორგი ფანცულაია შალვა ნადირაძემ წესის დარღვევით შეაჩერა და არბიტრმა წითელი ბარათი აჩვენა, „სამტრედიამ“ კი თამაში 10 ფეხბურთელით გააგრძელა. ამით ბათუმელებმა მალევე ისარგებლეს.
34-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ შეტევა ლაშა შინდაგორიძეს გაუგრძელა, რომელიც საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შევარდა და მახვილი კუთხიდან გაიტანა – მერე ბათუმელთა თავდამსხმელმა მუხლს აკოცა, რომლის ტრავმის გამო თითქმის ორი წელი გაუცდა 0:1.
ტაიმის ბოლოს ბათუმელებმა მეორე გოლი გაიტანეს – ამჯერად, ასისტენტი ლაშა შინდაგორიძე იყო, რომლის გადაცემითაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ფანცულაიამ გაიტანა – 0:2.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა – 13 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 28 ქულა დააგროვა და მინიმუმ შემდეგ ტურამდე ლიდერობა შეინარჩუნა, „სამტრედია“ კი 9 ქულით მე-9 ადგილზე დარჩა.
„სამტრედია“ – „დინამო“ ბთ 0:2
გოლები: 0:1 შინდაგორიძე (34. ფანცულაიას პასით), 0:2 ფანცულაია (45+3. შინდაგორიძის პასით)
12.05. 2021. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე – არენა“
„სამტრედია“: ბ. ქურდაძე – სამბუ (4. ვიეირა), გიორგაძე, ნადირაძე – გადირზადე (65. ვარიეტი), მესიაჩენკო, ცეცხლაძე, მასკარენია – კობახიძე (65. ჯიქია), რობაქიძე (35. ლალიჩი), რუხაძე (65. ილურიძე)
„დინამო“ ბთ: კუპატაძე – გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (79. ვ. თევდორაძე), ზარია (62. ჩუკვურა), აზაროვი (72. გროზურეკი) – შინდაგორიძე (62. თორნიკე გაფრინდაშვილი), ფანცულაია (72. სანოგო)
მთავარი არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
გაფრთხილებები: ნავალოვსკი (74), მესიაჩენკო (77)
გაძევება: ნადირაძე (28)