უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე შესარჩევი რაუნდის შეხვედრას ბათუმში „დინამოსა“ და „დემირ ჯგუფ სივასპორს“ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინას არბიტრთა ბრიგადა განსჯის.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, ამ გუნდების პირველ შეხვედრაზე ბათუმში მთავარ არბიტრად ირფან პელტო იმუშავებს, რომელსაც ლაინსმენების რანგში ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენლები, სენად იბრისიმბეგოვიჩი და დავორ ბელო დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი მილოშ გიგოვიჩი იქნება.
კონფერენს ლიგის მესამე შესარჩევ ეტაპზე ბათუმის „დინამოსა“ და „სივასპორის“ მატჩი ხუთშაბათს, 5 აგვისტოს ბათუმის სტადიონზე გაიმართება. განმეორებითი მატჩი კი ერთ კვირაში „სივას არენაზე“ შედგება.
5 აგვისტო
დინამო ბათუმი – სივასპორი 21:00
12 აგვისტო
სივასპორი – დინამო ბათუმი 22:00