ბათუმის „დინამომ“ 2020 წელს პირველი ტესტ-მატჩი გამართა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილები „ახალ თბილისში“ მდებარე სპორტულ კომპლექსში გორის „დილას“ შეხვდნენ და 5:2 დაამარცხეს.
ბათუმელებიდან ორი გოლი ვაკო თევდორაძემ გაიტანა და ორივე – პენალტით. თითო გოლი კი ჯოვინო ფლამარიონის, თორნიკე გაფრინდაშვილისა და თენგიზ წიქარიძის ანგარიშზეა. „დილადან“ თავი მიკოლა კოვტალიუკმა და გიორგი ალიმბარაშვილმა გამოიჩინეს.
ამ მატჩით ბათუმელებმა თბილისური შეკრება დაასრულეს და 23 იანვარს თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილი დაგეგმეს.
ბათუმის „დინამო“ – გორის „დილა“ 5:2
ბათუმის „დინამო“: ალავიძე, გეგეჩკორი, კობახიძე, ფაცაცია, ჩალაძე, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, წიქარიძე, ჯიღაური, ფლამარიონი, დვალიშვილი
შეცვლაზე; შოვნაძე, გაფრინდაშვილი, თევდორაძე, სინჯიკაშვილი
„დილა“: ჩოჩიშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი, გადრანი, გიორბელიძე, გორგიაშვილი, გაგნიძე, ჩიტეიშვილი, ბიძინაშვილი, სპანდერაშვილი, კოვტალიუკი
შეცვლაზე: ალიმბარაშვილი, მამულაშვილი, მარკოზაშვილი, ამოს ნონდი, კლეოპასი, მაქაცარია, ტაბატაძე