ბათუმის „დინამომ“ ტრანსფერების განხორციელება სეზონის დასრულებისთანავე დაიწყო და უკვე ორი ახალწვეული ჰყავს. პირველი ლატვიური „ელგავიდან“ დამატებული მათე ცინცაძეა, რომელსაც საქართველის ნაკრებში უთამაშია. მეორე ახალწვეული კი 23 წლის წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ვაგნერ გონსალვეშია, რომელიც „საბურთალოდან“ ზაფხულში წავიდა, რადგან საბერძნეთის სუპერლიგის „პანეტოლიკოსთან“ სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ, უგუნდოდ დარჩა.
ვაგნერ გონსალვეშის შესახებ ბათუმის „დინამოს“ ადმინისტრაცია კომენტარს ჯერ არ აკეთებს. არსებული ცნობებით, ბრაზილიელი საქართველოს ვიცე-ჩემპიონს ახალი წლიდან, მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება.
ვაგნერი საფრანგეთის პასპორტის მფლობელია, თუმცა ბრაზილიელია. მისი პირველი პროფესიული კლუბი „ბასტია“ იყო. 2016 წელს „საბურთალოში“ ჩაირიცხა და ლიგსი გამორჩეული ლეგიონერი გახდა. 2017 წელს ბელგიურ „სერკლ-ბრიუგეში“ გადასვლამ იმედები არ გაუმართლა და ისევ თბილისურ კლუბს დაუბრუნდა.