ბათუმის „დინამომ“ შერგელაშვილი წარადგინა
ბათუმის „დინამომ“ შერგელაშვილი წარადგინა

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრამდე ბათუმის „დინამომ“ ახალწვეული წარადგინა – ამიერიდან გუნდში ლაშა შერგელაშვილი ითამაშებს.

„დინამოს“ ახალწვეული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ წარადგინა. 28 წლის მარცხენა მცველმა ბათუმის გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შერეგლაშვილი კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა,

მან კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო, იყო „სამტრედიას“ მოთამაშე, 2017 წლიდან ჯერ ლატვიურ „რიგასში“, 2019 წლიდან კი შემდეგ ბერძნულ „იანინაში“ თამაშობდა. ვლადიმერ ვაისი დანიშვნის შემდეგ ხშირად იწვევდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის ფორმითაც შვიდი მატჩი ჩაატარა.

შერგელაშვილი ბათუმელთა განაცხადში ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც იქნება, სადაც „დინამო“ ისრაელის კლუბს, ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შეხვდება. მატჩი 27 აგვისტოს, ისრაელში გაიმართება და რადგან დაპირისპირება ერთმატჩიანი, მომდევნო ეტაპზე გასულიც გამოვლინდება,