ბათუმის „დინამომ“ შეკრება დაასრულა - გეგუჩაძის გუნდმა თურქეთში ყველა ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ შეკრება დაასრულა - გეგუჩაძის გუნდმა თურქეთში ყველა ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ საწვრთნელი შეკრების მეორე ეტაპი წარმატებით დაასრულა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა ანტალიაში მეორე შეკრებაზე გამართული ოთხივე საკონტროლო მატჩი მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის „დინამო“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც თურქულ საწვრთნელ შეკრებაზე ამდენ შეხვედრაში გაიმარჯვა. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უკრაინის, ლატვიის, უზბეკეთისა და ყაზახეთის საკმაოდ ძლიერ გუნდებს დაუპირისპირდა.

გამარჯვებით დასრულდა 5 თებერვალს უკრაინულ „ოლექსანდრიასთან“ შეხვედრა (4:2); ბათუმელებმა 9 თებერვალს ლატვიურ „ლიეპაიას“ სძლიეს (3:0), 13 თებერვალს – უზბეკურ „ფახთაქორს (2:0), რომელმაც ამის შემდეგ კიევის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. ბოლო სპარინგში კი, 16 თებერვალს, ბათუმის „დინამომ“ ყაზახეთის „აკსუსაც“ მოუგო (1:0).

გუნდი ბათუმში დღეს დაბრუნდება და ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს. პირველ მატჩს ვიცე-ჩემპიონი კვირას, 26 თებერვალს ქობულეთის „შუქურასთან“ გამართავს – მატჩს ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.