ჯოვინო ფლამარიონმა ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტის თანახმად ბრაზილიელი ფეხბურთელი ქართულ გუნდში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.
ჯოვინო ფლამარიონი ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირია (24 გოლი) და ბათუმელთა მთავარ ქართულ ლიგაში დარჩენაში დიდი როლი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში ბათუმის „დინამომ“ დაიმატა გიული მანჯგალაძე, კიჭი მელიავა და „გაგრას“ ფეხბურთელები – რატი ცაცკრიალაშვილი და თორნიკე გაფრინდაშვილი, ხოლო დღეს გუნდმა გიორგი გადრანის დამატებაც გაასაჯაროვა.