ბათუმის „დინამომ“ საკუთარ სტადიონზე „საბურთალო“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ბათუმის „დინამომ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა.
ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეები ოთხწუთიან მონაკვეთში სამჯერ უხეშად შეცდნენ, მესამედ „საბურთალომ“ მასპინძლებს შეცდომა აღარ აპატია. შოთა ნონიკაშვილმა ჩაჭრა გუგა ფალავანდიშვილზე გამიზნული გადაცემა და კარის წინ ირაკლი სიხარულიძე მონახა, რომელმაც ზუსტად დაარტყა 0:1.
ბათუმელებმა წონასწორობა შესვენებამდე აღადგინეს. „დინამოს“ შეტევებმა შედეგი 37-ე წუთზე გამოიღო – გიორგი ზარიამ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, ჯოვინო ფლამარიონმა მცველს დაასწრო და ერთი შეხებით მეკარის შორეულ კუთხეში დაურტყა 1:1.
მეორე ტაიმში ბათუმის „დინამომ“ გადამწყვეტი იერიშის მიტანა სცადა და ბურთი საკუთარ კარში გაუშვა – 65-ე წუთზე გიორგი ლაცაბიძის განვითარებული შეტევისას ბათუმელთა მცველმა ბურთი მოიგერია, მაგრამ საჯარიმოსთან შოთა ნონიკაშვილი დაუხვდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და „საბურთალო“ მეორედ დააწინაურა – 1:2.
მასპინძლებმა 78-ე წუთზე ანგარიში მეორედ გაათანაბრეს – ამაში გადამწყვეტი როლი შეცვლაზე შესულმა ბათუმელმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. საჯარიმოში გუჯა ლობჯანიძემ კარის წინ შეტევა ირაკლი ბიძინაშვილს გაუგრძელა, რომელმაც სეზონში მე-3 გოლი გაიტანა – 2:2.
საბოლოოდ, შეხვედრა დასრულდა, 4 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 7 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „საბურთალომ“ და ეს ორი გუნდი ეროვნულ ლიგას ლიდერად მოევლინა.