ბათუმის „დინამომ“ „საბურთალოს“ გადაასწრო
ბათუმის „დინამომ“ „საბურთალოს“ გადაასწრო

ეროვნული ლიგის მე-8 ტური ბათუმში გამართული მატჩით დასრულდა. ბათუმის „დინამომ“ ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საფეხბურთო კომპლექსში „სამტრედიას“ უმასპინძლა.

ბათუმელებმა საწყისი წუთებიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და რეალური საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ ანგარიში მხოლოდ 36-ე წუთზე გახსნეს – ვაგნერ გონსალვეშის ეფექტური დარტყმის შემდეგ „დინამო“ 1:0 დაწინაურდა.

ბათუმელებმა 90+3-ე წუთზე სტუმართა კარი მეორედ აიღეს: ჯაბა ჯიღაურის ფლანგური გადაცემის შემდეგ თორნიკე გაფრინდაშვილმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ.

რვა ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სამეულში არიან გორის „დილა“ (16 ქულა), თბილისის „დინამო“ (15) და ბათუმის „დინამო“ (14). ბოლო ადგილებს კი საჩხერეს „ჩიხურა“ (5) და თბილისის „მერანი“ იკავებენ.