ბათუმის „დინამომ“ პოლონურ „ტერმალიკასთან“ ამხანაგური შეხვედრა ფრედ დაასრულა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ თურქეთის ქალაქ ანტალიაში ზამთრის პირველი საწვრთნელი შეკრება დაიწყო და პირველი ამხანაგური მატჩიც გამართა.
საქართველოს ჩემპიონი პოლონეთის დივიზიონი 1-ის გუნდს, ნიეჩიეზას „ტერმალიკას“ დაუპირისპირდა. 41-ე წუთზე პოლონური გუნდის კარი პაატა ღუდუშაურმა აიღო. „ტერმალიკამ“ მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, ბათუმელთა მეკარის შეცდომით მეტოქემ 51-ე წუთზე ისარგებლა. ეს შეხვედრაში ბოლო გოლი აღმოჩნდა.
ბათუმის „დინამო“ (პირველი ტაიმი): კვასხვაძე, მამუჩაშვილი, კობახიძე, მლადოვიჩი, ვანდერსონ სილვა, ალეფ სანტოსი, ჟან ვიკტორი, ლიტვინენკო, ღუდუშაური, მუჯირი, წიტაიშვილი.
მეორე ტაიმში ანდრეი დემჩენკომ რამდენიმე ახალ მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის შანსი, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეs, ივანე მჭედლიშვილს, რომელიც გუნდში სინჯებზეა.