ბათუმის „დინამომ“ პირველ შეკრებაზე სამი მატჩი დაგეგმა - საქართველოს ჩემპიონმა „ტრაბზონსპორის“ ბაზაზე ივარჯიშა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ზამთრის პირველი შეკრების ჩასატარებლად თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზვრება, სადაც 28 იანვარმდე გაჩერდება და 3 საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
უამინდობის გამო ტრაპიზონის აეროპორტიდან 16 იანვარს დაგეგმილი ფრენა გადაიდო. ამის გამო საქართველოს ჩემპიონი ტრაპიზონში დაბინავდა და საღამოს თურქეთის სუპერლიგის „ტრაბზონსპორის“ ბაზაზე ივარჯიშა.
თურქეთში ბათუმის „დინამოს“ დაგეგმილი საკონტროლო შეხვედრების გრაფიკი:
20.01 პოზნანის „ლეხი“
23.01 გდანსკის „ლეხია“
27.01 ველენიეს „რუდარი“
გუნდმა ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა: ესენი არიან მეკარე გიორგი ბეგაშვილი, ცენტარლური მცველი გიორგი რეხვიაშვილი, ნახევარმცველები ირაკლი ბიძინაშვილი და მილან რადინი, ასევე ფლანგის შემტევი სტეფან დენკოვიჩი.
გუნდის პრესსამსახურის ცნობით, მარტვილის „მერანიდან“ მეკარე გიორგი ბეგაშვილის დამატების გამო, მომავალ სეზონში ახალგაზრდული ნაკრების კიპერი ლუკა ხარატიშვილი იჯარით ქობულეთის „შუქურაში“ ითამაშებს.