ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ხუთი მოთამაშე ტოვებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ხუთი მოთამაშე ტოვებს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ხუთი ფეხბურთელი დატოვებს – საქართველოს ჩემპიონთან კონტრაქტები დაუსრულდათ და წავიდნენ მცველი მალხაზ გაგოშიძე, ნახევარმცველები ლუკაშ გროცურეკი, გია მანჯგალაძე და თავდამსხმელები, ლაშა შინდაგორიძე და გიორგი ნიქაბაძე.

ყველაზე საინტერესო ავსტრიელი ლუკას გროცურეკის ისტორიაა. ბათუმის „დინამოში“ 29 წლის ავსტრიელი ფლანგის ნახევარმცველი საქართველოში რომ ჩამოვიდა, ცნობილ კლუბებში თამაშის გამოცდილება ჰქონდა – ვენის „რაპიდში“, „ადმირაში“, გრაცის „შტურმში“, გერმანულ „კარლსრუეში”, „ზანკტ პიოლტენში“.

მაგრამ საქართველოს ახალი ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდა, რადგან ტრავმებმა შეაწუხა. მიმდინარე სეზონში მან ბათუმელთა ფორმით 26 მატჩში სულ 2 გოლი გაიტანა და კლუბი დატოვა.

გუნდი ახალწვეულებზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, მაგრამ ცნობილია, რომ „დინამო თბილისიდან“ მილან რადინი დაიმატეს, ხოლო გორის „დილადან“ – ირაკლი ბიძინაშვილი.