ბათუმის „დინამომ“ მზადება დაიწყო - ზარანდია და კვერნაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ მზადება დაიწყო - ზარანდია და კვერნაძე გუნდთან ერთად ვარჯიშობენ #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო – გია გეგუჩაძემ საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ანგისაში, ჯონი ბაკურიძის სახელობის ბაზაზე შეკრიბა და გუნდი მსუბუქად დატვირთა.

გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს მცველებმა – გიორგი რეხვიაშვილმა და გოგა ჩაბრაძემ, რომელთა წასვლის შესახებაც ინფორმაცია სეზონის დასრულების შემდეგ ვრცელდებოდა. გუნდშია 29 წლის უკრაინელი მეკარე ოლეკსანდრ ტკაჩენკო, რომელთანაც კონტრაქტის გაფორმების საკითხი შეკრების შემდეგ გადაწყდება.

მზადებას შეუდგნენ ახალწვეულები – გორის „დილადან“ დამატებული 30 წლის თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე და „საბურთალოს“ ყოფილი გარემარბი, 19 წლის გიორგი კვერნაძე, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი ორი დღის წინ გააფორმა.

ვარჯიში დაიწყო ლუკა ზარანდიამ, რომელიც ახალი სეზონიდან ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავს. 26 წლის თავდამსხმელი ფიზმომზადების მწვრთნელის, თორნიკე თარხნიშვილის ხელმძღვანელობით ინდივიდუალურად ემზადება. ლუკამ ვიცე-ჩემპიონთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც თანმშრომლობის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.