ბათუმის „დინამომ“ მოიგო, მაგრამ საქართველოს ჩემპიონის სტატუსი დათმო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ ერთ-ერთ აუტრსაიდერ „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის დაპირისპირებაში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უპირატესობას ფლობდა და მიზანს 30-ე წუთზე მიაღწია. ონორე გომისის გადაცემით მარიო ბალბურდიამ ისარგებლა.
„თელავი“ ამის შემდეგ უტევდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ საბოლოოდ თამაში მაინც ვერ გადაარჩინა.
უკვე შეიძლება ითქვას, რომ მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმის „დინამომ“ ტიტული ვერ შეინარჩუნა. ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ლიდერ „იბერიას“ 15 ქულით ჩამორჩება. „თელავი“ (27) კი მეცხრე პოზიციაზე, გავარდნის ზონაშია.