ბათუმის „დინამომ“ მეორე შეკრება დაიწყო - საქართველოს ჩემპიონი დღეს უკრაინულ გუნდს შეხვდება #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ თურქეთში მეორე შეკრება დაიწყო და ამხანაგური თამაშები დაგეგმა. საქართველოს ჩემპიონი თურქულ შეკრებაზე ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, ანდრეი დემჩენკოს გუნდი სამ ტესტმატჩს უკრაინულ კლუბებთან გამართავს, ბოლო სპარინგი კი ლატვიელებთან დაიგეგმა.
ბათუმის „დინამოს“ მატჩების განრიგი:
11 თებერვალი
ბათუმის „დინამო“ – კოვალივკას „კოლოსი“ (უკრაინა)
14 თებერვალი
ბათუმის „დინამო“ – ლუჰანსკის „ზორია“ (უკრაინა)
17 თებერვალი
ბათუმის „დინამო“ – „ლნზ ჩერკასი“ (უკრაინა)
20 თებერვალი
ბათუმის „დინამო“ – „რიგა“ (ლატვია)
პირველი ამხანაგური მატჩი დღეს გაიმართება – საქართველოს ჩემპიონი საფეხბურთო კლუბ „კოლოსს“ დაუპირისპირდება. შეხვედრის (ისევე როგორც დანარჩენი სამის) პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია აჩვენებს. უკრაინულ გუნდთან თამაში საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.