ბათუმის „დინამომ“ კაცნაკლულ „თელავს“ მოუგო და გალიდერდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ კაცნაკლულ „თელავს“ მოუგო და გალიდერდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „თელავთან“ ცუდად დაწყებული მატჩი საბოლოოდ დიდი ანგარიშით მოიგო და ეროვნულ ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა.

„კავკასიონი არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა – მასპინძლები ელდარ პარკინაშვილმა დააწიანურა. ბათუმელებმა წონასწორობა მალე აღადგინეს. მე-16 წუთზე გიორგი ზარიამ „თელავის“ კარი აიღო და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში ბათუმელები ბევრს უტევდნენ, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდნენ. გადამწყვეტი მომენტი 52-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი გახდა. მთავარმა არბიტრმა „თელავის“ მცველს, ვაჟა ფაცაციას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

„დინამომ“ რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლა და ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. ბენჟამინ ტეიდიმ 64-ე წუთზე კარი შორეული დარტყმით აიღო, ლადო მამუჩაშვილმა 68-ე წუთზე პენალტი გამოიყენა, ხოლო მუსა კონატემ 83-ე წუთზე ბათუმელთა ფორმით პირველად გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.

შვიდი ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 19 ქულა დააგროვა და გადაასწრო „დინამო თბილისს“ (16), რომელიც დღეს, საღამოს ქართულ „კლასიკოში“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. „თელავი“ (5) კი მერვე ადგილზეა.