ბათუმის „დინამომ“ „ინჰულეცი“ დაამარცხა - ჩემპიონმა შეკრება დაასრულა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ „ინჰულეცი“ დაამარცხა - ჩემპიონმა შეკრება დაასრულა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ბოლო საკონტროლო შეხვედრა თურქულ შეკრებაზე უკრაინულ „ინჰულეცთან“ გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ანგარიში უკრაინელებმა მე-4 წუთზე ვლადისლავ კლიმენკოს ძლიერი დარტყმით გახსნეს, მაგრამ ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და მე-13 წუთზე ოლეკსანდრ ოზაცკიმ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 49-ე წუთზე უკრაინელების კარი პენალტით ჯაბა ჯიღაურმა აიღო და ბათუმის „დინამომ“ 2:1 მოიგო.

„დინამო“ ბათუმი – „ინჰულეცი“ 2:1

გოლები: 0:1 კლიმენკო (4), 1:1 ოზაცკი (13), 2:1 ჯიღაური (49 – პენალტი)

დინამო ბთ (სასტარტო): ალავიძე, ნავალოვსკი, აზაცკი, ტეიდი, ჩაბრაძე, რადინი, ალთუნაშვილი, ჯიღაური, ზარია, მამუჩაშვილი, ფანცულაია

შეცვლაზე: ბეგაშვილი, ზურაბიანი. რეხვიაშვილი, გაფრინდაშვილი, ბიძინაშვილი, ფალავანდიშვილი, ლობჯანიძე

ამით შეხვედრით ბათუმის „დინამოს“ შეკრება დასრულდა და გუნდი სეზონს 20 თებერვალს გახსნის – საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში საქართველოს თასის მფლობელს, „საბურთალოს“ სუპერთასისთვის დაუპირისპირდება.