ბათუმის „დინამომ“ იმრან ულად ომარი დაიმატა #1TVSPORT

22:54, 12.07.2026

საფეხბურთო კლუბმა ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინა – მაროკოული წარმოშობის ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი,იმრან ულად ომარი, რომელსაც საქართველოში აქამდეც უთამაშია.

ფეხბურთელი გუნდს ერევნის „ნოადან“ შეუერთდა, მხარეებს შორის ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდა. კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„ბედნიერი ვარ ბათუმის „დინამოში“ გადმოსვლით. საქართველოს ჩემპიონატს კარგად ვიცნობ, ვიცი, ამ გუნდს რამხელა ისტორია გააჩნია, როგორი გულშემატკივარი ჰყავს. მოუთმენლად ველი ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრას. ჩვენი მიზნები მაღალია – მინდა, გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო და ლამაზი თამაშით ერთგული ქომაგები გავახარო“.

იმრანი საწყის წლებში ნიდერლანდურაჰილეს 29“-სა და „დენ ბოსხში“ თამაშობდა. მას შემდეგ არაერთი გუნდის მაისური მოირგო – სლოვაკური „ტრენჩინი“, თბილისის „ლოკომოტივი“ და „დინამო“, ბეერ-შევასჰაპოელი“ და სომხური „ნოა“.

იმრანი გუნდს 20 ივლისს ბათუმში შეუერთდება და სეზონის განახლებისთვის „დინამოსთან“ ერთად მოემზადება.

მსგავსი